მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნიკის მაღაზიები - საბანკო რეგულაციების გავლენა

BM.GE
22.01.20 18:33
895
„ვკოტრდებით“, „გაყიდვები 80%-ით შემცირდა“, „ვფიქრობთ, თავი დავანებოთ ავეჯის გაყიდვებს“ - ასე ეხმიანებიან BM.GE-ისთან საუბრისას "საბაში" დასაქმებულები 2019 წელს ამოქმედებულ ე.წ. საბანკო რეულაციების ეფექტს და წლის განმავლობაში გაუფასურებული ეროვნული ვალუტის გავლენას მათ საქმიანობაზე. „საბაში“ ავეჯის რეალიზაციის მხრივ მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, - აცხადებენ მოვაჭრეები.


მათი თქმით, საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ, გაყიდვებმა 80%-ით იკლო: ხოლო bm.ge-ის კითხვაზე - აქვთ თუ არა ინფორმაცია, გაზაფხულიდან საბანკო რეგულაციების შერბილების შესახებ, ნაწილი ამბობს, რომ აქვს, თუმცა არ ფიქრობენ, რომ ამით მნიშვნელოვნად შეიცვლება სურათი, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც პოზიტიურადაა განწყობილი და იმედოვნებენ, რომ საბანკო რეგულაციების შერბილების შემდეგ ვითარება გამოსწორდება.

რა გავლენა ქონდა რეგულაციებს, მაგალითად საყოფაცხოვრებო ტექნიკის რითეილერებისთვის?


სტუმარი: გიორგი ჭედია - გრანდ ელექტრონიქსი, კომერციული დირექტორი