მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტერაბანკის” მხარდამჭერი ინიციატივის მორიგი ბენეფიციარის ისტორია - ბაბანეური და მისი მარანი

BM.GE
25.09.20 08:58
903
ბაბანეურის მარანი ტერაბანკის მეგობარი კომპანიების ჩამონათვალშია, რომელიც ბანკისგან საჩუქრად იღებს. თავად ეს სასაჩუქრე პაკეტები ისეთ სერვისებს აერთიანებს, როგორებიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, რეკლამისა თუ ბიუჯეტის დაგეგმარება, ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება და სხვა. ამას გარდა, ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საკუთარ საკომუნიკაციო არხებსაც უთმობს. დღეს იდოიძეების ოჯახურ ბიზნესზე მოგიყვებით, რომელიც ღვინის მოყვარულთა რჩეულ ადგილად იქცა. ერთ სივრცეში მოქცეული მარანი და სასტუმრო, მომხმარებლებს მყუდრო გარემოს, ქართულ კერძებსა და გამორჩეულ ღვინოს სთავაზობს, ამიტომაც როგორც ადგილობრივები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები წლის ნემისმიერ სეზონზე სტუმრობენ ქვემო ალვანის თემში მდებარე ბაბანეურს და მის მარანს, რომელსაც წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს. შენება, კეთება, დაწურვა, ჩამოსხმა და სტუმართ-მასპინძლობა უკვე წლებია ამ ადგილის ყოველდღიური საქმოანობა გახდა და ასეც აპირებენ გაგრძელებას.