მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრიწყაროში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა

BM.GE
16.09.19 11:28
771
თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმზე ერთი დღის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქვემო-ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ და კომპანია „არემჯის“ მიერ ორგანიზებული კომპლექსური ღონისძიება დამსწრე საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის ყველა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და მთავარი გამოწვევები გააცნო.