მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Bitfury Group-მა Exonum გამოუშვა

BM.GE
09.12.19 09:06
1365
Blockchain ტექნოლოგიის სრული მომსახურების წამყვანმა კომპანიამ, The Bitfury Group-მა ახლახანს გამოუშვა Exonum - ეს არის საწარმოებისათვის განკუთვნილი Blockchain-ის ჩარჩო. აღნიშნული ჩარჩო კორპორაციებს დაეხმარება ეფექტურად შექმნან საკუთარი პირადი Blockchain პროექტები. Bitfury-იმ პროგრამული უზრუნველყოფის Exonum-ის პლატფრომაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, აღნიშნული პროგრმის იდეა Bitcoin- ის უდანახრჯო წარმოებაში მდგომარეობს. Bitfury– ის აპარატურულმა და პროგრამულმა გადაწყვეტილებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ინვესტორებში. პარიზში დაფუძნებულმა ვენჩურულმა კომპანიამ Korelya Capital-მა $80 მილიონის ინვესტირება მოახდინა საწყის ეტაპზე, ხოლო მოგვიანებით თანხა $ 170 მილიონამდე გაიზარდა. Bitfury–ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ Exonum-ის პლატფორმას შეუძლია 5000-მდე ტრანზაქციის განხორციელება დაახლოებით ერთ წამში. ”ბლოკჩეინი შეუდარებელია ოპერაციების გამარტივებაში, მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა გამჭვირვალეობა და უსაფრთხოებაა,” - თქვა Bitfury– ს გენერალურმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა.