07.ივლისი .2020 18:25

TI-ს კვლევა: საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მესამედი მმართველი პარტიის შემომწირველებმა მიიღეს

216
უკან

"საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც. ყველაზე მეტი - 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს…