29.დეკემბერი .2020 09:31

“თიბისი დაზღვევა” 4 წლისაა - წლის შეჯამებით პაატა ღაძაძე საქმიან დილაში

283
უკან

2020 წლის ნახევარი წლის შედეგებით, სადაზღვეო სექტორში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 376,9 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 89,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი - 29,2 მილიონი ლარი. წლიურ ჭრილში სექტორის წმინდა მოგება 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი. სექტორებს შორის ყველაზე დიდი წილი კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს, სადაც მოზიდული პრემიები 171 მილიონ ლარს აჭარბებს. 59 მილიონის ჯამური პრემიით მეორე ადგილზე ქონების დაზღვევა, 58 მილიონის პრემიით კი, მესამე ადგილზე ავტომობილების დაზღვევაა. ამავე პერიოდში, ანუ 6 თვეში "თიბისი დაზღვევის"მხრიდან სულ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან - 44.29 მილიონი ლარი იყო. სულ ანაზღაურებული ზარალი პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან - 15.84 მილიონი ლარი შეადგინა.

სტუმარი: პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევა, გენერალური დირექტორი