მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი გამოფენას Women of Georgia, Pearls of The Caucasus მასპინძლობს

BM.GE
26.07.22 10:36
216
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის გამოფენას Women of Georgia, Pearls of The Caucasus მასპინძლობს. პროექტი ნატალი ტუფენკჯიანის ჟან-მარკ ჰოფმანთან კოლაბორაციას წარმოადგენს. 

ბოლო ორი წელია, ხელოვანი ბუნებრივი განათების პორტრეტული ფოტოგრაფიითაა დაკავებული და ცდილობს, საკუთარ ობიექტივში საქართველოში მცხოვრები ქალების მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ასახოს. მისი პორტფოლიო არაერთ მამაც, თავდადებულ, ძლიერ და გულისხმიერ ქალს მოიცავს. გარდა ამისა, ტუფენკჯიანს გადაღებული აქვს ხელოვანი ქალების პორტრეტებიც. 

Women of Georgia, Pearls of The Caucasus ფართომასშტაბიანი პროექტია და ავტორი მასზე მუშაობას კვლავ აგრძელებს. გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები ამ პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია. გამოფენა 4 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტის მხარდამჭერები არიან თიბისი ბანკი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.