05.მარტი .2021 10:02

თიბისი კაპიტალის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები - ოთარ ნადარაია საქმიან დილაში

101
უკან

TBC Capital-მა 2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მიმდინარე წელს საქართველს ეკონომიკა საშუალოდ 4%-ით გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ TBC Capital-ის წინა პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6% უნდა ყოფილიყო. ცხადია, პროგნოზის შემცირების მთავარი მიზეზი მიმდინარე წლის დასაწყისში რეგულაციების შედეგად ეკონომიკის შემცირებაა, რომლის გამოც პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს ნიშნით იქნება. რაც შეეხება მომავალ წელს, დოკუმენტიდან გამომდინარე 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება.

სტუმარი: ოთარ ნადარია - თიბისი, მთავარი ეკონომისტი