მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალის კვლევა - #COVID19-ის გავლენა ეკონომიკაზე

BM.GE
26.06.20 10:07
934
მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების უახლესი დინამიკა, პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის მოლოდინები, თიბისი კაპიტალმა ანალიტიკა განაახლა და მესამე ანგარიში წარადგინა გუშინ კოვიდის საქართველოზე გავლენებთან დაკავშირებით.

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის კვლავ 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის ტურისტული შემოდინებების და FDI-ს პროგნოზი გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია საგარეო ვაჭრობის და გზავნილების მოლოდინი. კიდევ ერთი რაც შედარებით პოზიტიურად ჟღერს ეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიმართ მოლოდინის არ არსებობა.

სტუმრები: ალექსანდრე ბლუაშვილი - თიბისის მაკრო-ფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსი;
თორნიკე კორძაია - „თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსი