მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თიბისი კაპიტალის” მაკროსექტორული ანალიზი - ოთარ ნადარაია საქმიან დილაში

BM.GE
25.12.20 09:15
550
2020 წლის ბოლოსკენ თიბისი კაპიტალი მაკროსექტორულ ანალიტიკაში ტურისტული შემოდინებების პროგნოზი მცირედით გაუარესდა. საბაზო სცენარით, 2021 წელს 4.6%-იანი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს საკმაოდ მაღალი, 7.4%-იანი, ზრდაა მოსალოდნელი. თიბისი კაპიტალში მიაჩნიათ, რომ ფისკალური სტიმულის 2021 წელსაც მნიშვნელოვანი დარჩება, ამასთან, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელიც იზრდება, თუმცა იგი მართვად დონეზე ნარჩუნდება ლარის ეფექტური კურსის დაახლ. არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში, 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია სავარაუდოდ 6%-ს გადააჭარბებს, ხოლო წლის ბოლოს 4-5%-ის ფარგლებში იქნება. „მაკროეკონომიკური პარამეტრები თუ გაგვექცა, საქართველო ინვესტიციებისთვის საინტერესო არ იქნება“ - ამბობს პრემიერი.

სტუმარი: ოთარ ნადარაია - "თიბისი", მთავარი ეკონომისტი