მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალის მეშვეობით ნიკორამ 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

BM.GE
22.10.19 14:37
1008
სს ნიკორამ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე იქნება მიბმული, რაც რეფორმირებული ფულადი ბაზრის პოპულარიზაციას და მის ქართული კაპიტალის ბაზარზე დამკვიდრებას ისახავს მიზნად.