მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თიბისი კაპიტალმა” რეგიონში ობლიგაციების ბაზრის I ინდექსი გამოსცა

BM.GE
06.05.22 09:20
660
"თიბისი კაპიტალმა" რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა, რომელიც ბაზრის შედეგიანობას ასახავს. სუვერენული ობლიგაციების ინდექსი რეგიონის 10 ქვეყნის მიერ გამოშვებულ 26 სუვერენულ ევროობლიგაციას ფარავს. 2022 წელს თიბისი კაპიტალის ინდექსის მომგებიანობა შემცირებულია, როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ასევე დოლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინის გამო. ამავე მიზეზების გამო, ინდექსის მომგებიანობა ჩამოუვარდება მსოფლიოში ობლიგაციების ბაზრის სხვა ინდექსების მომგებიანობას. ინდექსების მომგებიანობას თიბისი კაპიტალი ყოველკვირეულად დაინაგარიშებს და 2 კვირაში ერთხელ, რეგიონული ობლიგაციების ბაზრის განახლებული რეპორტის საშუალებით გამოაქვეყნებს. 

სტუმარი: თორნიკე მჭედლიშვილი - თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი;