მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ ESG აკადემია დააარსა - რას გააკეთებს ESG აკადემია?

BM.GE
23.02.23 09:28
209
სტატიაში საუბარია:
თიბისიმ ESG აკადემიის დაარსება დააანონსა. აკადემიის პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. თიბისის ESG აკადემია Green for growth fund-ის და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე - მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ESG აკადემიის დაარსებით, თიბისი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება და გააღრმაოს ცოდნა გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებზე. მათ შორისაა ისეთი თემები, როგორებიცაა მრავალფეროვნება, ადამიანური რესურსების პოზიტიური პოლიტიკა, მდგრადი ბიზნეს მოდელები, კლიმატური რისკები და თიბისის მხრიდან მწვანე დაფინანსებების შესაძლებლობები.

სტუმარი: მაკა ბოჭორიშვილი - თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი;