მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ ღონისძიებას - „თიბისი და პარტნიორები“ უმასპინძლა

BM.GE
31.05.22 09:48
445
თიბისიმ ღონისძიებას - „თიბისი და პარტნიორები“ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსა და რეგიონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნესსექტორის პერსპექტივები მიმოიხილეს. ბანკი წელს საიუბილეო - ოცდამეათე წელიწადს აღნიშნავს. შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიამ თიბისის როგორც განვლილი წლის, ასევე 30 წლის ჯამური შედეგები მოისმინა რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. საქართველოსა და უზბეკეთში ბანკი 3,6 მილიონ მომხარებელს ემსახურება. ჯამური აქტივები - 25 მილიარდ ლარს, დეპოზტიები კი 15 მილიარდ ლარს შეადგენს. 30 წლის განმავლობაში კომპანიის წილი ღვინის სექტორში 33%, რაც 123 000 ტონამდე ყურძნის შესყიდვის დაფინანსებას და 380 ჰექტარი ფართობის ვენახები გაშენებას გულისხმობს. ტურიზმის მიმართულებით მათი წილი 44%, საცალო ვაჭრობაში კი 45%-ს აღწევს.

ღონისძიებას ბიზნესსექტორის, ფინანსური ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.