მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს

BM.GE
23.11.21 10:25
565
თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოა - ეს შეფასება Global Finance-ისგან თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკმა წელს მიიღო. წელს თიბისიმ Global Finance-ის კიდევ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, თიბისის კორპორატიული მობაილ ბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2021 წელს საუკეთესოდ დასახელდა. თიბისი, ასევე, აღიარეს ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად და საუკეთესო ინტეგრირებულ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; ასევე თიბისი დასახელდა საუკეთესო ონლაინ პორტალად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.თიბისიმ 2019 წელსაც მოიპოვე მსოფლიო აღიარება, როდესაც GLobal Finance-მა თიბისის მობაილბანკი საცალო სეგმენტისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. 

სხვათაშორის, საქართველოში ბიზნეს ინტერნეტბანკი პირველად 2012 წელს სწორედ თიბისიმ შექმნა და დღემდე იგი არის საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი ბანკი ბიზნესისთვის. თავისი არსებობის მანძილზე ბიზნეს ინტერნეტბანკი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა სხვადასხვა კატეგორიაში.

სტუმარი: ნათია ვაჭარაძე - თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიდერი;