მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი - Theneo

BM.GE
15.12.21 09:56
429
Theneo ინდუსტრიაში ერთადერთი API დოკუმენტაციის ხელსაწყო იქნება, რომელიც დააკმაყოფილებს გუნდის ნებისმიერ წევრს. გუნდის არა-ტექნიკურ წევრებს შეუძლიათ შევიდნენ სისტემაში და მოახდინონ API დოკუმენტაციის გენერირება და რედაქტირება დეველოპერის შეწუხების გარეშეც. რისი გაკეთება არა-ტექნიკურ წევრს სხვა ბაზარზე არსებულ სისტემებში არ შეუძლიათ.

პროექტის შემქმნელები მომხმარებლებს სთავაზობენ ანალიტიკასაც, რათა დოკუმენტაციის შესახებ უკუკავშირი ერთ სივრცეში გააერთიანონ. ეს ყველაფერი მარტივად ჟღერს, მაგრამ “თენეომდე” ამის მიღწევა მხოლოდ ტექნოლოგიურ გიგანტებს შეეძლოთ.

სტუმარი: ანა რობაქიძე - Theneo, თანადამფუძნებელი;