მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისის" და "ვოლვოს" თანამშრომლობა

BM.GE
11.11.19 10:57
543
“ვოლვო სიცოცხლისთვის” – ასეთია სლოგანი ბრენდისა, რომელმაც მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ ღირებულების პირველი რევოლუციური გამოვლინება შორეულ 1959 წელს მოხდა, როდესაც ვოლვოს ინჟინერმა ნილს ბოლინმა, სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი შექმნა და რომელსაც დღეს ყველა ავტომწარმოებელი წარმატებულად იყენებს. სულ რამდენიმე თვის წინ „ვოლვო“ საქართველოშიც შემოვიდა. 9 ნოემბრის საღამოს, „ვოლვო ქარს თეგეტამ“ „აბრეშუმის ქარხანაში“ მომხმარებლებს არტ საღამოზე უმასპინძლა, სადაც სკანდინავიური და ქართული მუსიკის თანხლებით სტუმრებს კომპანიის მიზნები და სტრატეგია გააცნო. ვოლვოს არტ საღამოს მხარდაჭერას „თიბისი ბანკი“, „თიბისი ლიზინგი“ და „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებდნენ.


სტუმრები: მერი ჩაჩანიძე - "თიბისი", კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე;
ავთანდილ წერეთელი - "თეგეტა მოტორსი", გენერალური დირექტორი;
გაგა კოხრეიძე - "ვოლვოს" კომერციული დირექტორი