მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის IT აკადემია

BM.GE
09.07.20 09:31
1786
გახსოვთ ალბათ რამდენჯერ და რამდენი წყაროთი გვაქვს მოყოლილი მომავლის პროფესიებზე, სულ ახალი ლინკდინის განახლებული მონაცემები იყო ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე და ისიც რა არის არც გამოსაცნობად და არც გასახსენებალდ რთული რომ IT მიმართულება ყველა ჩამონათვალში ლიდერ პოზიციებზეა. ეს რეალობა არც პანდემიამდე იყო სხვა და მით უფრო კოვიდ გარემოში ბიზნესები, სტარტაპები და ტრადციული საგანმანათლებლო მიმართულებებიც იძულებით თუ უბრალოდ ფორსირებით, გაციფრულებაზე გადაეწყვნენ. მოთხოვანას პასუხი სჭირდება და როგორც აღმოჩნდა თიბისიმ აქაც ერთი ნაბიჯით წინ გაუსწრო მოვლენებს და ჯერ კიდევ ერთი წლის წინ IT აკადემია შეიქმნა, სადაც აკადემიაში ახალგაზრდებს საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ დაეუფლონ თანამედროვე, მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიური მიმართულებით.

სტუმრები: გვანცა მურღვლიანი - "თიბისი", ადამიანური კაპიტალის განყოფილების უფროსი;
კახა დოლიძე - "თიბისი", UX გუნდის ლიდერი