მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით, უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების 1-წლიანი პროგრამა იწყება

BM.GE
29.07.22 09:14
293
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა იწყება. Safe Haven საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროგრამაა, რომლის საშუალებითაც 25 უკრაინელი სტუდენტი/სტარტაპერი ახალგაზრდა ქალი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ისწავლის და ახალ სამეწარმეო გამოცდილებას შეიძენს. პროგრამა ახალგაზრდა ქალებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. უკრაინელი ქალბატონები სწავლას განაგრძობენ საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებში, ინტეგრირდებიან საქართველოს სტარტაპ კომუნაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თავიანთი ქვეყნის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას მოახმარენ. ინიციატივის ირგვლიც გაერთიანდა ათამდე კერძო ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, დონორი ორგანიზაცია და საგანმანათლებლო ინსტიტუტი.