მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikToK-მა ვიდეოების ყურებაზე დახარჯული დროით YouTube-ს გაუსწრო

BM.GE
09.09.21 08:27
428
TikTok- რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული და მოთხოვნადი სოციალური ქსელია, 2017 წელს პეკინში რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანია ByteDance-მა შექმნა. ამერიკაში TikTok 2018 წლის აგვისტოში გამოჩნდა, როცა ის ადგილობრივ ანალოგთან - musical- სთან გაერთიანდა. Statista-ს მონაცემებით, 2016 წელს TikTok მსოფლიოს მასშტაბით უკვე 21 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა გადმოწერილი. 2019 წელს აპლიკაციას კიდევ 219 მილიონი მომხმარებელი დაემატა, ხოლო 2020 წლის აპრილის მონაცემებით, TikTok-ს მსოფლიოში 800 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ეს მაჩვენებლები მუდმივად მზარდია და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მომხმარებლები TikToK-ის ვიდეოების ყურებაზე უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე YouTube-ზე. როგორ ნაწილდება მომხმარებლები სოციალური ქსელების მიხედვით და რატომ ირჩევენ TikTok-ს?