მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TITR საკონტეინერო ტვირთბრუნვა 71%-ით გაიზარდა

BM.GE
27.01.20 11:44
725
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) საკონტეინერო ტვირთბრუნვა 71%-ით გაიზარდა. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დერეფნის შედეგებზე ალმათში, ასოციაცია ТМТМ -ის შეხვრაზე იმსჯელეს, რომელსაც სს „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია, გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით დაესწრო. 2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71 %-ით (10,7 ათას TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფანში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია. 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო. ТМТМ-ის ახალი წევრებიც შეემატნენ - ჩინური კომპანია Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd და ყაზახური ,,აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“ და ამასთანავე, 2020 წლის სატარიფო პოლიტიკა შეთანხმდა.