06.აპრილი .2021 23:18

თიზ-ები VS ფინანსთა სამინისტრო

538
უკან

ფინანსთა სამინისტრო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დაბეგვრის რეჟიმს ამკაცრებს. როგორც ცნობილია, კანონის თანახმად, თიზში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა გამონაკლისი საქმიანობისა. რაც შეეხება გადასახადებს, კანონის მიხედვით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი კომპანიები მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულნი არიან.