მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TNET-ში შემავალი პლატფორმების სერვისები უკვე Glovo-ზეა

BM.GE
14.02.23 09:23
247
თინეთ-ში შემავალი პლატფორმების სერვისები და პროდუქტები უკვე შეგიძლიათ Glovo-ს აპლიკაციაში აღმოაჩინოთ. თანამშრომლობის ფარგლებში, Glovo-ს აპლიკაციას უკვე დაემატა SWOOP-ის, VENDOO-ს და LIVO-ს განყოფილებები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ფასდაკლების ვაუჩერები თითქმის ყველა სახის პროდუქტსა და სერვისზე. იყიდონ ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ამასთან, ისეთი ინოვაციური შეთავაზებებით ისარგებლონ, როგორებიცაა: უძრავი ქონების გადაღება, შეფასება, რეესტრში რეგისტრაცია და აზომვა.

ნიკა ჩილინდრიშვილი - TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი;
ლუკა ხვადაგიანი - Glovo-ს ბიზნესინოვაციების მენეჯერი.