მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოკიოში 2025 წლიდან აშენებულ სახლებზე მზის პანელების დამონტაჟება სავალდებულო გახდება

BM.GE
19.01.23 14:49
228
იაპონიაში მზის ენერგიის ათვისების გეგმა აქვთ. ქვეყნის დედაქალაქის - ტოკიოს მერმა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ყველა აშენებულ სახლზე მზის პანელების დამონტაჟება სავალდებულო გახდება. მერის განმარტებით, ეს რეგულაცია ქვეყანაში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას ემსახურება, ამასთან, სახლებზე განთავსებული მზის პანელები ტოკიოს მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადს შეუმცირებს. ტოკიო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია სადაც წლიურად 8 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა.