29.აპრილი .2021 23:25

ტურისტების სავალდებულო დაზღვევა

170
უკან

საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საქართველომ ცა 1 თებერვლიდან გახსნა, თუმცა ქვეყნის სახმელეთო საზღვრები ამ დრომდე დაკეტილია. ტურისტებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნის ინიციატივით გუშინ ჯანდაცვის მინისტრს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა დეპუტატის რანგში სხდომათა დარბაზიდან მიმართა. მინისტრმა თქვა, რომ სახმელეთო საზღვრის გახსნის შემთხვევაში, გარკვეული გამოწვევები არსებობს,. მათ შორის დასახელდა ტურისტების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს პანდემიის დასაწყისშივე ჰქონდა სადაზღვევო სექტორთან მსჯელობა. რას ამბობს ერთის მხრივ მინისტრი და რას პასუხობენ სადაზღვევოები?