მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული აგენტი, რომელიც ტურებს აშშ-ის პრეზიდენტებს უგეგმავს

BM.GE
28.10.21 08:37
259
Sienna Charles luxury lifestyle - ეს არის კომპანია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტებს, პრემიერ მინისტრებსა და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და მდიდარ ადამიანებს, შვებულებას უგეგმავს. ჟაკლინ სიენა ინდია კი ის გოგოა, რომელმაც წლების წინ „ფუფუნების“ ტურისმის შეცვლა გადაწყვიტა და ალტერნატივა შესთავაზა ბაზარს, რაც იმას გულისხმობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მისი კლიენტი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში თუ უმდიდრესი, ილონ მასკი, ის მათ ინდივიდუალურ ტურს უგეგმავს, ეძებ და იკვლევს ინტერესებს, უქმნის მაქსიმალურ კომფორტს, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ერთი შეხედვით ეს შეუძებელია და აკეთებს ყველაფერს, რომ მათი მოგზაურობა გახადოს ემოციური და დაუვიწყარი. რა სურთ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანებს დასვენების დროს და როგორ ახერხებს ამ ყველაფრის დაგეგმვას ერთი აგენტი.