20.სექტემბერი .2020 11:33

ტურიზმი პირბადით

120
უკან

გასულ კვირას თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნვნელოვანი ეკონომიკური შეკრება გაიმართა, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიამრთულების, ტურიზმის შემდგომ განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. თითქმის სრულად ჩაკეტილი საზღვრების პირობებში საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზიაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას უმასპინძლა,რომელმაც მსოფლიო ქვეყნების ტურიზმის პირველი პირები და ბიზნესები ყოველგვარი დისტანციური მასპინძლობის გარეშე, ეპიდწესების უმკაცრესი დაცვით თბილისში ჩამოიყვანა. მათ, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის თავკაცი, ზურაბ პოლოლიკაშვილი მოუძღვოდა, რომელმაც თავის ქართველ კოელგებთან ერთად მოახერხა და არაჩვეულბრივი მასპინძლობა გაუწიეს ავტორიტეტულ სტუმრებს. რა ხდებოდა თბილისში გასულ კვირაში?