04.მაისი .2021 12:05

ტურიზმის ინდუსტრიის "მცდარი მოლოდინები"

უკან

“საზოგადოებაში არის მცდარი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ჩვენ ტურიზმის სექტორში დასაქმებულებულებს ავცრით, ტურისტი შემოვა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს ასე არ უყურებს და მნიშვნელოვანია საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფის უსაფრთხოება, რომელშიც ლეტალური მაჩვენებელი მაღალია და ეს არის 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა. არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ თუ ჯანდაცვა იტყვის, კი ბატონო აცერით ტურიზმის სექტორი, დამყოლობა იქნება. ალბათ მოგიწევთ იძულება და ჩვენ ვფიქრობთ, მოქალაქეები ამისგან უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ტიკარაძემ. რატომ არ შემოვა ტურისტი ან/და რატომ არის გაუმართლებელი და ცუდი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების აცრა, როცა თითქმის ყველა ქვეყანა ამას აკეთებს მსოფლიოში?

სტუმარი: გიორგი დარციმელია - სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე.