მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის პრობლემები იმერეთში

BM.GE
04.11.19 11:52
1096
National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ შემაჯამებელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც სამეგრელოს ბუნებას მაგალითად ცალკე თავს უთმობს. National Geographic-ის მკითხველს საშუალება აქვს საქართველოს რეგიონების შესახებ საინტერესო აღწერები და ფოტოკოლაჟი იხილოს. დასავლეთ საქართველოში სტუმრობის მსურველები აქტიურად იყენებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და იაფი ფრენის საშუალებას. ამას სტატისტიკაც ცხადობს. ბოლო განახლებული მონაცემებით მაგალიტად ფაქტობრივად ქუტაისი აეროპორტი რუსული ავიასანქციების ფონზე ერთად ერთი იყო მგზავრთნაკადის მსხვილი ზრდის მაჩვენებლით. ამ ყველაფრის ფონზე, პრობლემებია ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ქუთაისში ჩამოსული ტურისტები კომფორტულ სატრანსპორტო მომსახურებას ვერ იღებენ. ანალიტიკას ეთერში გასულ პარასკევს მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა ბერეკაშვილმა თქვა რომ „ქუთაისის აეროპორტში გახსნის დღიდან დღემდე რეგულარული საქალაქო ტრანსპორტი არ მოძრაობს, არც ქუთაისის და არც წყალტუბოს მიმართულებით, რაც ორივე მხარეს ტურისტების შემოდინებას პრობლემას უქმნის“.

რა არის პრობლემა და როგორ შეიძლება ის გადაიჭრას, აქვს თუ არა ადგილობრივ მთავრობას გეგმა ან პროექტი ამ გამოწვევის საპასუხოდ?


სტუმარი: გიორგი ჭიღვარია - ქუთაისის მერი