14.იანვარი .2020 14:39

ტურიზმის სექტორი - რატომ შემცირდა ტურისტების რაოდენობა დუბაიდან?!

257
უკან

2019 წელს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტორების რიცხვი წლიურად 15.3%-ითაა შემცირებული. ირანის შემთხვევაშიც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2019 წელს ირანიდან საქართველოში ვიზიტები განახევრდა. კერძოდ, 2018 წელთან შედარებით გასულ წელს ირანიდან ვიზიტების რაოდენობა 51,2%-ითა შემციებული. Bm.ge-ისთვის დაზუსტებით ცნობილი არაა, როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ისე ირანიდან ვიზიტორების ვიზიტების კლების მიზეზი საქართველოს საზღვარზე შექმნილი პრობლემებია თუ - არა და როგორია გაბრუნების სტატისტიკა, რადგან თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018-2019 წლებში გასცემდა დეტალურ საჯარო ინფორმაციას იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებს ყველაზე ხშირად არ უშვებენ საქართველოში, ვახტანგ გომელაურის უწყებამ აღნიშნული სტატისტიკა დახურა და მხოლოდ ჯამური რიცხვი მოგვაწოდეს.


სტუმარი: ცოტნე ჯაფარიძე - „ტრაფიკ ტრეველი"; მმართველი პარტნიორი