მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორის მიმოხილვა - თიბისი კაპიტალის ანგარიში

BM.GE
02.12.22 10:07
226
TBC Capital-მა ახალი მაკრო-სექტორული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის დინამიკას აფასებს. ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის სექტორების უმეტესობა წელს ჯამურად 2019 წლის შედეგებს გადააჭარბებს. მაგრამ ტურიზმის სექტორი, ვერც 2021 და ვერც 2022 წლებში ვერ დაუბრუნდება იმ მაჩვენებლებს, რაც მას 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა. 2019 წელს საქართველომ 9 მილიონზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა და ტურიზმიდან $3,26 მილიარდის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის 8 თვეში ჯამურად სექტორიდან შემოსავალმა $704 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან($2.26 მილიარდი) შედარებით 69%-ით ნაკლებია.

სტუმარი: ირინა კვახაძე - "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსი