მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

BM.GE
31.10.22 09:19
278

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირველი თურქული ელექტრომობილის ქარხანა ოფიციალურად გახსნა. საუბარია ავტობრენდ Togg-ზე, რომლის ქუჩებში გამოჩენას 2023 წლის გაზაფხულზე ელიან. იქამდე ერდოღანმა ავტომობილი თავად დატესტა და როგორც ჩანს ვიდრე ტესტრაივზე გაიყვანდა ინსტრუქტაჟი თავადაც დასჭირდა.

თურქული ბრენდის SUV მოდელი ელექტრომობილი იქნება. აღსანიშნავია, რომ ერდოღანი დიდი ხანია უკვე მწარმოებლებს მოუწოდებდა თურქული ბრენდული ავტომობილების წარმოების დაწყებისკენ, რაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი უნდა გახდეს.

საბოლოოდ, ავტომობილის წარმოებაზე ხუთი თურქული კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი Automobile Initiative Group of Türkiye - იგივე Togg-ი შეთანხმდა. ახალი ავტომობილის დიზაინის და შექმნის პროცესი ჯერ კიდევ 2020 წლის შუა პერიოდში დაიწყო. კონსორციუმს თურქული ტექნოლოგიური გიგანტის Bosch-ის ყოფილი აღმასრულებელი, მეჰმეთ გურჯან ქარაქაში ჩაუდგა.