მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის ბიზნესის სახელმწიფო დახმარება - რა შედეგებს უნდა ველოდოთ?

BM.GE
06.03.23 10:06
306
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით ფერმერების ნაწილმა უკვე ისარგებლა. როგორც სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში ფერმერებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ამ ტიპის დახმარება გაზრდის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობას და დაეხმარება თხილის კულტურის განვითარებას. 

პროგრამის ფარგლებში, თხილის ბაღების მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად, ბარათზე ერიცხებათ ქულები - 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს თხილის ბაღების მესაკუთრეთა კადასტრის შექმნაც, რომლითაც სრულად მოხდება არსებული ბაღების აღწერა და ინვენტარიზაცია. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, 37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის ბაღია რეგისტრირებული; ბაღების მფლობელების, თანამესაკუთრეების ჩათვლით, რაოდენობა 85 ათასზე მეტს შეადგენს.

სტუმარი:ოთარ შეროზია - მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;