მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის გადარჩენის პროექტი

BM.GE
13.09.19 19:00
1160
შემოდგომაა და სანამ რთველი გადამწყვეტ ფაზაში შევა, მანამდე თხილის სექტორზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. აზიური ფაროსანას შემოტევამ მეთხილეობის დარგში გადარჩენის დღის წესრიგი შემოიტანა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მეთხილეობა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის პერიოდში ისე განვითარდა, რომ ამ დარგს არც სახელმწიფოს დაფინანსებული პროგრამები და არც სხვა ტიპის მხარდაჭერა მოუთხოვია. დღეს საქართველოში თხილი დაახლოებით 60 ათას ჰექტარზეა გაშენებული. პლანტაციების ძირითადი ნაწილი დასავლეთ საქართველოზე – სამეგრელოზე და ასევე გურიაზე მოდის.

წლების განმავლობაში თხილი საექსპორტო პროდუქციის ათეულში ინარჩუნებდა ადგილს. თუმცა, ამ დარგის ბოლო წლების დინამიკას რომ შევხედოთ, 2018 წელი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო თხილის ექსპორტის თვალსაზრისით - წინა წელთან შედარებით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები პრაქტიკულად განახევრდა.

ამავე წელს გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია – თუ აქამდე ქართული თხილი სოფლის მეურნეობის იმ გამონაკლის პროდუქტებს შორის იყო, რომელთა ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდებოდა, 2018 წელს ეს ტენდენცია შეიცვალა და დომინანტი რუსეთის ბაზარი გახდა - ამ ბაზარზე თხილის ხარისხის მიმართ მოთხოვნა გაცილებით უფრო დაბალია.

კიდევ ერთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მეზობელ თურქეთში თხილის ფასი. რაც უფრო იაფია თურქული თხილი, მით უფრო უჭირს მასთან კონკურენცია ქართულს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შედგა თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტი. თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციას მეთხილე ფერმერებისთვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცა შესაწამლი აპარატი დროებით სარგებლობის პერიოდში, ფერმერებს უნდა დახმარებოდა, შეღავათიანი პირობებით ეყიდათ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები და ასევე, უნდა გაეკონტროლებინა, რომ მეთხილეებს აუცილებელი აგროღონისძიებები ხარისხიანად გაეტარებინათ მთელი პერიოდის განმავლობაში. ყველა პროცედურისა და ეტაპის გავლის შემდეგ, ფერმერებს მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი უნდა მიეღოთ.

სტუმრები: მერაბ ჭითანავა - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია; თავმჯდომარე
გოგა თოდუა - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია; დირექტორი