მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყის ახალი კოდექსი

BM.GE
06.02.20 11:26
1331
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტყის ახალი კოდექსი შეიმუშავა, დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით. კანონპროექტი სხვადასხვა უწყებებთან და სამინისტროებთან შეთანხმდა, რომლის პირველი მოსმენაც საქართველოს პარლამენტში 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე უკვე გაიმართა. კოდექსის მეორე მოსმენა თებერვალში უნდა გაიმართოს და შედეგად კოდექსმა ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, აგრეთვე ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს. როგორ იქნება პროცესი უზრუნველყოფილი და რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ მეორე მოსმენისას?


სტუმრები: ნათია იორდანიშვილი -ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე;
კარლო ამირგულაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი