მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყის სოკოს ბიზნესი საქართველოში - რა ღირს პროდუქტი?

BM.GE
31.01.23 12:00
484
საქართველოში ტყის სოკოს ონლაინ მაღაზია გაიხსნა. ტყის სოკო ონლაინ მაღაზიაში მთელი წლის განმავლობაში გაიყიდება, სადაც სეზონზე ახალი, დანარჩენ დროს კი, ძირითადად, შოკური გაყინვით დამუშავებული პროდუქტის სახით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ასორტიმენტში შედის საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული ნიყვი, ამასთან სხვა სახეობის სოკოც, რომლებიც მთლიანი ან კუბებად დაჭრილი და გაყინული სახით იყიდება. პროდუქცია ხარაგაულის რაიონში მდებარე საწარმოში იწარმოება, რომელიც შოკური გაყინვის ბლოკით არის აღჭურვილი. სოკო, ძირითადად, მთიან რაიონებში, გზებისა და დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით მდებარე ეკოლოგიურად სუფთა ტყეებში გროვდება. სოკოს შეგროვება-გადამუშავებაზე სპეციალურად მომზადებული პერსონალი არის დასაქმებული. საწარმოში სოკო შეგროვების პუნქტებიდან გადააქვთ. 

რა ღირს საქართველოში მოპოვებული სოკო და რამდენად დამაკმაყოფილებელია ის რაოდენობა, რაც ქვეყნის სხვადასხვა მხარეში მოიპოვება?

სტუმარი: ირაკლი დოლიძე - კომპანია, Boletto-ს თანადამფუძნებელი;