06.დეკემბერი .2022 10:09

უარი ბანკებს და მისო-ებს „ესტონურ მოდელზე“ - რატომ?

196
უკან

მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებასთან ერთად პარლამენტს მესამე მოსმენით განსახილველ დასამტკიცებელი აქვს მომავალი წლის ბიუჯეტი რომელიც საფინანსო სექტორისათვის ე.წ ესტონური მოდელის ამოქმედებას რომ არ ითვალისწინებდა მთავარი ფინანსური დოკუმენტის ამ დრომდე წარდგენილ ვერსიებშიც ჩანდა. თუმცა ამ უქმეებზე ეკონომიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაახალწლო ძღვნად წარმოადგინა. 

რა ეფექტი ექნება ესტონური მოდელის ბანკებისთვის გაუქმებას და წლების განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში მყოფი სადაზღვევო სექტორისთვის კონკრეტული ვადების შესახებ გზავნილს ამას კიდევ დავითვლით თუმცა ჯერ რა ითქვა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება როგორც გაირკვა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზეა მიღებული. 

რაზე მსჯელობენ პრემიერის მრჩევლები ეკონომიკური საბჭოს ფორმატში უქმე დღეებში ?