მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უარი კლინიკებს - ჯანდაცვის სამინისტრომ ტარიფების ინდექსაცია გადაიფიქრა

BM.GE
11.07.22 18:13
404
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს ტარიფების გადახედვაზე და ინდექსაციის მოდელის შემოღებაზე უარს ეუბნება. თავისმხრივ, ტარიფების ინდექსაცია ტარიფების ზრდას გულისხმობს საქსტატის მიერ დადგენილი ინდექსის მიხედვით. შესაბამისი მოთხვნით 130-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა. გადაწყვეტილების რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ პასუხს სექტორი უწყებისგან მიმდინარე თვეში ელოდა, თუმცა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდებ ბიემჯის შესაბამის კითხვაზე პასუხად ჯანდაცვის მინისტრმა, თქვა, რომ ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება.