მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უცხოელ ინვესტორებს სჯერათ საქართველოს ეკონომიკის მომავლის” - ნათია თურნავა

BM.GE
08.09.20 18:37
901
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10 წლიან მინიმუმზე, გაზსაცავის პროექტი და შრომის კოდექსის დაგეგმილი ცვლილებები, ეს არის საკითხების ნაწილი, რომლზეც დღეს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას პასუხები მოვისმინეთ. თურნავა, კარების მწარმოებელი ქართული კომპანია „მეგადორსის“, ავეჯის საწარმოს გახსნას ესწრებოდა. კომპანიამ წარმოების გაფართოებისთვის 6 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო და “მეგადორსი” სახელმწიფო პროგრამა „ აწარმოე საქართველოს“ პროგრამის მხარდაჭერით სარგებლობს.