მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უძრავი“ ელიავას ბაზრობა / საქმის კურსი - 20.09.2021_17:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
20.09.21 18:03
504
"ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ამ სახით დატოვება კატეგორიულად მიუღებელია" - კახა კალაძის ეს განცხადება 26 აგვისტოთი თარიღდება. ძნელია მერს არ დაეთანხმო, თუმცა, მსგავსი რიტორიკა ბოლო წლებია ისმის, ელიავას ბაზრობა კი ისევ იმ ადგილზეა და ისევ იმავე მდგომარეობაში. 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც თბილისის გენგეგმა დამტკიცდა, დედაქალაქის ცენტრში ელიავას ბაზრობის ფუნქციონირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანის სხვადასხვა ვერსია განიხილებოდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბაზრობა თავის ადგილზე უნდა დარჩენილიყო, თუმცა შეეცვალა იერსახე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ერთი წელზე მეტი გავიდა, შედგა თუ არა ელიავას მესაკუთრეებსა და მერიას შორის შეთანხმება?

სტუმარი: ირაკლი ხმალაძე - თბილისის ვიცე-მერი