მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების ბაზრის მაჩვენებლები - #ISET​-ის კვლევა

BM.GE
06.05.21 12:04
945
2020 წლის განმავლობაში გასაქირავებელი ფასების ინდექსი კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა. ყველაზე დიდი კლება ლოქდაუნების დროს დაფიქსირდა - 5.9% – აპრილ-მაისში და 7% – აგვისტო-ნოემბერში. ამის შესახებ „აისეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. კვლევაში ასევე მოცემულია, თუ როგორი იყო უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი უბნების მიხედვით, 2020 წელს.

Როგორც კვლევიდან ირკვევა, თბილისში გაქირავების საშუალო ფასი ზოგადად 1კვ.მ-ზე - 6.5 დოლარი იყო. აქედან, ყველაზე ძვირი - 9 დოლარი იყო, მთაწმინდა/სოლოლაკში; ხოლო ყველაზე იაფი - 2.8 დოლარი ორხევში.

2020 წლის აპრილ-ივნისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი 6.7%-ით შემცირდა, თუმცა დარჩენილი წლის ბოლომდე შეინარჩუნა ზრდის ტენდენცია. მათივე ცნობით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 29.4%-ით შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვების რიცხვი საქართველოში. ამასთან, წლის განმავლობაში კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა გასაქირავებელი ფასების ინდექსიც.

კვლევაში ასევე მოცემულია, თუ როგორი იყო უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი უბნების მიხედვით, 2020 წელს. როგორც კვლევიდან ირკვევა, თბილისში გასაყიდი საშუალო ფასი ზოგადად - 2 896 ლარი იყო. აქედან, ყველაზე ძვირი - 4 323 ლარი იყო, მთაწმინდა/სოლოლაკში; ხოლო ყველაზე იაფი - 998 ლარი ლილოში.

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი