მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი

BM.GE
08.10.19 11:19
1449
15-16 ოქტომბერს საქართველო უძრავი ქონების და ტურიზმის საერთაშორისო მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს. “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ბანკის პარტნიორობით საქართველოში პირველად გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორები მსოფლიო რუკაზე საქართველოს როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციად წარმოჩენას ისახავენ მიზნად და ფორუმზე განსახილველ საკითხებს შორის მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება იქნება.300-ზე მეტი დელეგატი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება ფორუმს, რომლებიც თბილისთან ერთად საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოინახულებენ.

სტუმრები: ქეთი ტაბატაძე - Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი, FIABCI Georgia- ს პრეზიდენტი;
ლიკა ქარდავა - Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი;
გიორგი არველაძე - "საქართველოს ბანკი", მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი;