13.თებერვალი .2020 11:18

უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული

202
უკან

29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, რომელზეც სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, საკონსულტაციო და საფინანსო ორგანიზაციები მომხმარებლებს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საგანგებოდ მომზადებულ შეთავაზებებს წარუდგენენ. უძრავი ქონების გამოფენის პარალელურად გაიმართება “Caucasus Build”-ის ყოველწლიური საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა, რომელიც 15 ქვეყნიდან 200-მდე კომპანიას უმასპინძლებს. კვირეულს ემთხვევა და პირველ მაისს ასევე დაგეგემილია დაჯილდოვებაც, რომელიც აშშ-ს რეალტორთა ეროვნული ასოციაციის (NAR) პატრონაჟით გაიმართება და მასში მონაწილეობას უძრავი ქონების დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები მიიღებენ.

მოკლედ აპრილის მიწურულს დიდი სტუმარმასპინძლობა იწყება და ამ ყველაფერში საქმიანი მაყურებლისთვსი კარგად ნაცნობი კომპანიები და რესპონდენტები აქტიურობენ. Property Georgia, FIABCI-Georgia, ExpoGeorgia, საქართველოს უძრავი ქონების და ბიზნეს ასოციაციებმა კვირეულის ერთობლივად ორგანიზების და პარტნიორობის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.


სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", აღმასრულებელი დირექტორი;
ლიკა ქარდავა - PropertyGeorgia-ს დამფუძნებელი;