მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფასო სახლები უცხოელებისთვის იაპონიაში

BM.GE
13.01.22 08:35
325
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ნელ-ნელა ჩნდება სურვილი, რომ ადამიანები ქალაქიდან უქმეებზე მაინც გავიდნენ ბუნებაში, მთაში, რამდენიმე დღით და ეს ტენდენცია იაპონიაშიც დაწყებულია, სადაც მოქალაქეები ცდილობენ სოფლად აუთვისებელი მიწებისა თუ დაცლილი სახლების შეძენას, რომლებიც საკმაოდ იაფი ან სულაც უფასოდ გადაეცემათ. ამ უპირატესობით სარგებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ და მათ, ვინც იაპონიაში ცხოვრებაზე და მუშაობაზე ოცნებობს, შეუძლია ტოკიოდან, სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შეიძინოს ან იჩუქოს სახლი, გაარემონტოს, ამაში მთავრობაც დაეხმარება და დაიწყოს ახალი ცხოვრება და თავგადასავლები, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში. რა ღირს იაპონიაში სახლის ყიდვა და რა ტიპის უპირატესობებით სარგებლობენ მსურველები?