მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკან მომავალში - როდის და რის ხარჯზე დაძლევს უძრავი ქონების ბაზარი პანდემიას?

BM.GE
08.10.20 11:24
957
Colliers International Georgia პროექტ recov.ge-ს ფარგლებში 2018-2019 წლების უძრავი ქონების კვლევები გამოაქვეყნა. კვლევები სააგენტო აწარმოე საქართველოს დაკვეთით უკვე მეორედ მომზადდა და უძრავი ქონების ყველა სექტორის დეტალურ ანალიზს მოიცავს. მათ შორისაა: სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, ინდუსტრიულ-ლოგისტიკური, საკონფერენციო-საგამოფენო, სპორტისა და გართობის სექტორები.

კვლევები განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, ვინაიდან ბაზრის მიმდინარე რყევების პირობებში გვიწევს პროგნოზის გაკეთება რა გველოდება მომავალ რამდენიმე წელიწადში და რა ნიშნულს შეიძლება დაუბრუნდეს უძრავი ქონების ინდუსტრია პანდემიის დაძლევის შემდეგ?

სტუმარი: ირაკლი კილაურიძე - Colliers International Georgia; ხელმძღვანელი.