მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობის დონე საქართველოში ბოლო წლების ისტორიულ მაქსიმუმზეა

BM.GE
26.05.21 18:20
626
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შედეგები 7 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც 2020 წლის მონაცემებს ეყრდნობა. 2020 წელს კი საქსტატის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით 18.5%-მდე გაიზარდა. ამასთან, უმუშევრობის ზრდასთან ერთად შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც. რაში ხედავენ სპეციალისტები გამოსავალს, როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდეს?