მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა დასუბსიდირდეს თუ არა წელს ღვინო?

BM.GE
16.03.22 12:30
615
რუსეთისა და უკრაინის ბაზრების დაკეტვამ საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში პრობლემა შექმნა. მეღვინეების ინფორმაციით, ბაზარზე დიდი რაოდენობით გაუყიდავი პროდუქცია დაგროვდა, რაც წელს რთველის სუბსიდიის საკითხს საეჭვოს ხდის. მთავრობას წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წელს სუბსიდიის ნაკლები შესაძლებლობაა. 

მიმდინარე წლის იანვარში, ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტიდან 21,8 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალია მიღებული, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, ძირითადი ზრდა შეინიშნებოდა უკრაინაში 93% - ით, სადაც ქვეყანამ 600 000-მდე ბოთლი ღვინო გაიტანა. ჯამში ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი 3 მლნ 204, 979 ბოთლი ღვინო, უკრაინა, 574, 566, პოლონეთი 502 986, ჩინეთი 278,493 და ლიეტუვა 117, 588. 

სტუმარი: თამაზ ომანაძე - “ხომლის მარანი”, დამფუძნებელი;