22.სექტემბერი .2021 14:14

უნდა ველოდოთ თუ არა 20%-იან საშემოსავლოს შემცირებას? -რა წერია #IMF-ის მიმოხილვაში

134
უკან

20%-იანი საშემოსავლო დაბალშემოსავლიანებისთვის არაპროპორციულად მძიმე ტვირთია - ამის შესახებ IMF ის მიმოხილვაშია ნათქვამი , მაგრამ iMF-ის მიმოხილვაში არაა საუბარი იმის შესახებ თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მოცემულობა შეიცვალოს. თუმცა, სავარაუდოდ, ფონდი საქართველოს მთავრობას დიფერენცირებული საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისკენ მიანიშნებს. საქართველოში 2009 წლიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი მოქალაქის დარიცხული ხელფასია თვეში 2000 ლარი, ის “ხელზე” 1600 ლარს იღებს, 1000 ლარის დარიცხული ხელფასის დროს “ხელზე” 800 ლარს, ხოლო 500 ლარის დარიცხული ხელფასის დროს “ხელზე” 400 ლარს. აქვს თუ არა რესურსი სახლწიფოს და რა გზებით შეიძლება საშემოსავლო გადასახადის შემცირება?

სტუმარი:დავით პაპიაშვილი - “Kreston georgia”-ს მმართველი პარტნიორი