17.სექტემბერი .2020 23:35

UNWTO - საინვესტიციო პანელი ტურიზმზე

173
უკან

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა , რომლის გენერალური მხარდამჭერი თიბისი იყო დასრულდა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართა, რომელში მონაწილეობითაც საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიას - საკუთარი ბიზნეს-ხედვები, პოტენციურ პარტნიორებს კი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო. საინვესტიციო პანელის ფარგლებში, საქართველოში პოსტ-კოვიდური პერიოდის ტენდენციებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, სხვა გამომსვლელებთან ერთად, თიბისის გენერალურმა დირექტორმა - ვახტანგ ბუცხრიკიძემაც ისაუბრა. თიბისის მიმდინარე პორტფელი აღნიშნულ სექტორში 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რომელიც ჯამში 1405 სასტუმროს აერთიანებს. აქედან 214 სტარტაპ სასტუმროა. თიბისის დაფინანსებული პორტფელის 81% რეგიონებზე მოდის.