მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ი და აჭარა ჯგუფი „რადიო ქალაქის“ პროექტს წარადგენენ

BM.GE
22.09.22 00:21
599
ამ წუთებში სასტუმრო სტამბაში „აჭარა ჯგუფსა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის პარტნიორობის ფარგლებში ახალი პროექტის, „რადიო ქალაქის“ პრეზენტაცია იმართება. როგორც ცნობილია, მუხიანში მდებარე „რადიოქალაქი“ 2020 წლის 11 სექტემბერს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე "აჭარა ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ "ინდუსტრიული ქალაქმა" 23 მლნ ლარად შეიძინა. რადიო ქალაქის ტერიტორიაზე კაფეები, ოფისები, საერთო სამუშაო და საზიარო სივრცეები განთავსდება. ადგილი უმასპინძლებს კულტურულ და კომერციულ ღონისძიებებს, როგორებიცაა საერთაშორისო ფესტივალები, გამოფენები, ბაზრობები, კონცერტები და ა.შ. პრეზენტაციას საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან.